სასწავლო პროექტი

ახალი წელი ინგლისში და გურიაში


პროექტის მთავარი იდეა:  მოსწავლეები გაეცნობიან ინგლისში ახალი წლის აღნიშვნის ტრადიციებს, გაიგებენ რა მსგავსება და განსხვავებაა საქართველოს და ინგლისის ტრადიციებს შორის.

პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები გაეცნობიან სხვა ქვეყნის ტრადიციებს, ინფორმაციას მოიძიებენ დამოუკიდებლად და პრეზენტაციას გააკეთებენ ინგლისურ ენაზე, შეიძენენ თანამშრომლობითი მუშაობის უნარ–ჩვევას, გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს.

პროექტის მიზნები: სხვა ქვეყნის ტრადიციების გაცნობა, თავიანთი ქვეყნის ტრადიციების და კულტურის პატივისცემა, ლექსიკური მარაგის გამდიდრება, ისტ–ის გამოყენება და ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიება.

მონაწილეთა ასაკი: 11-12 წელი.

 ვადები/ ხანგრძლივობა: ერთი კვირა
  
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები გააკეთებენ ელექტრონულ პრეზენტაციას ინგლისურ ენაზე. შექმნიან კედლის გაზეთს ,,New Year''.

პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: ინტერნეტი, სახელმძღვანელო, ჟურნალ–გაზეთები, სურათები, მარკერი, ფურცლები.

პროექტის მსვლელობა: პროექტის თემა შევარჩიე მოსწავლეებთან ერთად.
 აქტივობა I. დრო–დღე. მოსწავლეების ჯგუფებად დაყოფა. კლასი დავყავი 2 ჯგუფად და მივეცი დავალებები. პირველმა ჯგუფმა უნდა მოიპოვოს ინფორმაცია  და სურათები ინგლისში ახალი წლის აღნიშვნის ტრადიციების შესახებ. II ჯგუფი კი მოიპოვებს მასალებს იმის შესახებ, თუ როგორ ავღნიშნავთ ახალ წელს გურიაში.
აქტივობა II. დრო – 1 დღე. მოსწავლეები ახარისხებენ მოძიებულ ინფორმაციას და ემზადებიან პრეზენტაციისთვის.
აქტივობა III. დრო _ 1 დღე. კედლის გაზეთის შექმნა.
აქტივობა IVდრო–1 დღე. პრეზენტაციის და გაზეთის წარდგენა და შეფასება.

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ინგლისური ენა და ლიტერატურა.

უცხ.დ.II.15. მოსწავლეს შეუძლია ინფორმაციის ამოცნობა კულტურის სფეროდან.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           აკვირდება და ამოიცნობს ილუსტრაციებში/ტექსტებში ასახულ   კულტურის, სოციოკულტურის რეალიებს.

უცხ.დ.II.16. მოსწავლეს შეუძლია უცხო და მშობლიური კულტურულ და სოციოკულტურული გარემოს ერთმანეთთან შედარება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           პოულობს სოციოკულტურულ კონტექსტებში (მაგ.დღესასწაულები, სკოლა, გართობა, ოჯახი  და სხვა) გამოვლენილ კონკრეტულ მსგავსებებსა და განსხვავებებს.
უცხ.დ.II.17. მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენაზე სხვადასხვა ტიპის პროექტის (მაგ., თანაკლასელების ნახატების /ნაკეთობების გამოფენის მოწყობა; სპექტაკლის დადგმა; უცხოური სამზარეულოს სხვებისთვის გაცნობა და სხვა) განხორციელება.

   შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           მასწავლებელთან ერთად აყალიბებს პროექტის წარმატებით   განხორციელების კრიტერიუმებს;
·            გუნდის წევრებთან და მასწავლებელთან ერთად გეგმავს პროექტის  განხორციელების ეტაპებს;
·            გუნდის წევრებისა და მასწავლებლის დახმარებით განსაზღვრავს და ინაწილებს ფუნქციებს;
·            გუნდის თითოეულ წევრთან ერთად ასრულებს მისთვის მიკუთვნებულ ფუნქციას;
·            მასწავლებლის, მშობლის ან სხვა პირის დახმარებით მოიძიებს სათანადო რესურსებს;
·            გუნდის წევრებისა და მასწავლებლის დახმარებით შეარჩევს და დაამუშავებს მოძიებულ მასალას;
·            მასწავლებლის დახმარებით აუმჯობესებს და ასრულებს პროექტს.
  
პროექტის ხელმძღვანელი: ეკა გორგოშიძე



ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: ekagorgoshidze@gmail.com

Комментариев нет:

Отправить комментарий